GDG თბილისი ამაყობს თავაზიანი, კონტაქტური და განსაკუთრებული საზოგადოებით და იმედოვნებს, რომ დამსწრეების მხრიდან, ღონისძიებაზე შეუსაბამო ქცევები არ დაფიქსირდება.
ჩვენს სივრცეში აკრძალულია:
- დაცინვა ან შეურაცხმყოფელი კომენტარები - სქესზე, სექსუალურობაზე, რასაზე, რელიგიაზე, ეთნიკურ მახასიათებელზე, სხეულის ზომებზე და სხვა
- პორნოგრაფიის საჯაროდ ჩვენება
- დაუკითხავად ხალხზე ხელის შეხება
- დამსწრეების შეწუხება
ამ წესების მრავალჯერადი დარღვევის შემთხვევაში GDG-ს თანამშრომელი ორგანიზაციიდან გაირიცხება, ხოლო ღონისძიებაზე დამსწრეს შეიძლება მოსთხოვონ ადგილის დატოვება.
თუ თქვენ მიმართ განხორციელდა შეუსაბამო ქმედება, გთხოვთ ამის შესახებ GDG-ის თანამშრომლებს დაუყოვნებლივ აცნობოთ, რათა მოხდეს სწრაფი რეაგირება და პრობლემის ოპერატიულად აღმოფხვრა. ჩვენ გვჯერა, რომ GDG Devfest თბილისი ყოველთვის გამორჩეული და ორიგინალური იქნება.
######საკონტაქტო ინფორმაცია:
ლიკა მოშიაშვილი
ჯეოლაბის მედიისა და კომუნიკაციის მენეჯერი
Tel: 577520952
Email: l.moshiashvili@geolab.edu.ge